მეშვიდე დღე
24 ნოემბერი
24 ნოემბერი
დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმის ბოლო საკითხებზე. გავეცანით მე-6 მოდულს - დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის, განვიხილეთ მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები პროექტზე მუშაობის პროცესში, განვსაზღვრეთ დიფერენცირებული სწავლება - სსმმ, არაქართულენოვანი და ნიჭიერი მოსწავლეებისათვის, ვიმუშავეთ მათთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნაზე, რათა უკეთ წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები.
იმის გამო, რომ ვერ დავესწარი მეექვსე სატრენინგო დღეს, მეშვიდე დღეს გავეცანი იმ მასალებს, რაზეც ისაუბრეს წინა მეცადინეობაზე. ეს იყო მოსწავლის ნამუშევრის შექმნა და პრეზენტაცია, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკები - განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
Комментариев нет:
Отправить комментарий