მესამე დღე
10 ნოემბერი
გადავედით მეორე მოდულზე. განვიხილეთ „სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა“, „განახლებული ბლუმის ტაქსონომია“. განვსაზღვრეთ ჩვენი პროექტის გეგმის შევსების რამდენიმე ქვეპუნქტი - მიზნები და შედეგები ეროვნული სასწავლო გეგმიდან, რომლებიც 21-ე საუკუნის უნარ–ჩვევებსა და ბლუმის ტაქსონომიას აერთიანებს და აკავშირებს სასწავლო თემატიკასთან. პროექტის გეგმაში გადავხედეთ ჩვენ მიერ შერჩეულ სტანდარტებს, ყველა სტანდარტს მივუსადაგეთ შესაბამისი ამოცანები. გავეცანით და განვიხილეთ პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. მოვიფიქრეთ და დავწერეთ ჩვენი პროექტის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები...
Комментариев нет:
Отправить комментарий