воскресенье, 25 ноября 2018 г.

მერვე დღე
25 ნოემბერი
ვიმუშავეთ ფასილიტაციაზე, გავეცანით მე-7 მოდულს - ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. ვისაუბრეთ, როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით. ვისწავლეთ, როგორ უნდა შევქმნათ მოსწავლეთათვის დამატებითი დამხმარე მასალები. განვიხილეთ არსებული თემის ირგვლივ მომზადებული ჩეკლისტები. შევავსეთ ჩვენი პორტფოლიო ჩეკლისტის მიხედვით.

суббота, 24 ноября 2018 г.

მეშვიდე დღე
24 ნოემბერი
დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმის ბოლო საკითხებზე. გავეცანით მე-6 მოდულს - დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის, განვიხილეთ მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები პროექტზე მუშაობის პროცესში, განვსაზღვრეთ დიფერენცირებული სწავლება - სსმმ, არაქართულენოვანი და ნიჭიერი მოსწავლეებისათვის, ვიმუშავეთ მათთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნაზე, რათა უკეთ წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები.
იმის გამო, რომ ვერ დავესწარი მეექვსე სატრენინგო დღეს, მეშვიდე დღეს გავეცანი იმ მასალებს, რაზეც ისაუბრეს წინა მეცადინეობაზე. ეს იყო მოსწავლის ნამუშევრის შექმნა და პრეზენტაცია, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკები - განმსაზღვრელი და განმავითარებელი.

суббота, 17 ноября 2018 г.

მეხუთე დღე
17 ნოემბერი
გავიმეორეთ გავლილი მასალა, გავიხსენეთ შეფასების მეთოდები. შემდეგ ვიმუშავეთ მე-3 მოდულზე. მთავარი საკითხი იყო, როგორ უნდა გამოვიყენოთ ინტერნეტი ეფექტურად, სწავლა/სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად. მოვამზადეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია. 
მომდევნო ეტაპზე შევისწავლეთ და განვიხილეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობა, გავეცანით ინტერნეტრესურსებს, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ კომუნიკაციისა და თანამშრომლობის პროცესში. განვიხილეთ პრეზენტაცია საავტორო უფლებების ქაოსი“, შევავსეთ საავტორო უფლებების ტესტი. საავტორო უფლებების ცოდნა დაგვეხმარება ინტერნეტიდან მოძიებული მასალის სწორად დოკუმენტირებაში საავტორო უფლებების დაცვის მიზნით. ამასთან მოსწავლეებს გავაცნობთ საავტორო უფლებების გამოყენებას. 
ასევე გავეცანით სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდებს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის სანდოობა, ტექსტების შინაარსის სიზუსტე და სხვა.

воскресенье, 11 ноября 2018 г.

მეოთხე დღე 
11 ნოემბერი
განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები და განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების მეთოდები და შეფასების ინსტრუმენტები. წავიკითხეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასება. ვისაუბრეთ მოსწავლეთა საჭიროებების შეფასებაზე. განვიხილეთ პროექტის დროში გაწერილი გეგმა და მოვარგეთ ჩვენს  პროექტს. ვიმუშავეთ პროექტში გამოსაყენებელი შეფასების მეთოდის  ფორმის შექმნაზე.

суббота, 10 ноября 2018 г.

მესამე დღე
10 ნოემბერი
გადავედით მეორე მოდულზე. განვიხილეთ „სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა“, „განახლებული ბლუმის ტაქსონომია“. განვსაზღვრეთ ჩვენი პროექტის გეგმის შევსების რამდენიმე ქვეპუნქტი - მიზნები და შედეგები ეროვნული სასწავლო გეგმიდან, რომლებიც 21-ე საუკუნის უნარ–ჩვევებსა და ბლუმის ტაქსონომიას აერთიანებს და აკავშირებს სასწავლო თემატიკასთან. პროექტის გეგმაში გადავხედეთ ჩვენ მიერ შერჩეულ სტანდარტებს, ყველა სტანდარტს მივუსადაგეთ შესაბამისი ამოცანები. გავეცანით და განვიხილეთ პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. მოვიფიქრეთ და დავწერეთ ჩვენი პროექტის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები...

воскресенье, 4 ноября 2018 г.

მეორე დღე
4 ნოემბერი
მეორე სამუშაო დღემ საინტერესოდ ჩაიარა. გავეცანით ბუკლეტის შაბლონებს Intel-ის სახელმძღვანელოში, შევარჩიეთ ჩვენთვის სასურველი ვარიანტი და შესაბამისი რესურსების მოძიების შემდეგ დავიწყეთ პრაქტიკული მუშაობა ჩვენ მიერ არჩეულ თემაზე ბუკლეტის დასამზადებლად. პროექტზე დაფუძნებულ სწავლაზე ხშირად მწირი ინფორმაცია აქვთ მშობლებს და ხანდახან მოსწავლეებსაც კი. ამიტომ პროექტის მიზნების გასაცნობად შექმნილ ბუკლეტში სამიზნე ჯგუფს ავუხსენით პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი. დავწერეთ და ბლოგზე გამოვაქვეყნეთ სამუშაო დღის რეფლექსია.

პირველი დღე
3 ნოემბერი
გავეცანით ინტელის კურსის პირველ მოდულს - პროექტებით სწავლება,  მის მიზნებსა და  შედეგებს 21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევების  განვითარებისათვის, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად, როგორ გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისა და სასწავლო სტანდარტის მიღწევაში. 
პროექტის მსვლელობისას მასალების ორგანიზების მიზნით შევქმენით ელექტრონული საქაღალდეები ჩვენს პორტფოლიოში, გავეცანით პორტფოლიოს ჩექლისტებს, გადმოვწერეთ ჩვენთვის საჭირო და საინტერესო რესურსები და გავეცანით მათ. სამუშაო იყო საინტერესო და მიზანმიმართული. ტრენერმა მოგვცა რეკომენდაცია, შევარჩიოთ თემა პროექტისთვის, რომ ტრენინგის მეორე დღეც იყოს ნაყოფიერი.
აღსანიშნავია, რომ სამუშაო გარემო იყო თანამშრომლობითი და საინტერესო, რისთვისაც მადლობას ვუხდი ტრენერს და კოლეგებს.