понедельник, 16 июля 2018 г.

პროექტი

1. პროექტის სახელწოდება: გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს საზღვრებს გარეთ, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში არსებულ არქიტექტურულ ძეგლებს, გაიაზრებენ, რა როლს ასრულებდნენ ეს ძეგლები საქართველოს ისტორიაში და როგორ აისახა ეს ლიტერატურაში.
3. პროექტის აქტუალობა: თანამედროვე საზოგადოებაში ძალიან დიდია ინტერესი იმ ძეგლების მიმართ, რომლებიც ამჟამად საქართველოს საზღვრებს გარეთაა დარჩენილი. განსაკუთრებით პოპულარულია ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრება. ხშირად ეწყობა სხვადასხვა მიზნობრივი ტურები, იქნება ეს მომლოცველების თუ უბრალოდ ქართული ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანების ჯგუფები. ცნობილია, რომ ტაო-კლარჯეთი იყო არა მხოლოდ რელიგიური, არამედ კულტურულ-ლიტერატურული კერა. ამიტომ საინტერესო იქნება საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტებისა და გზამკვლევის შედგენა, რაც დიდ დახმარებას გაუწევს ამ საკითხით დაინტერესებულ ადამიანებს.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა გაიაზრონ ტაო-კლარჯეთის სამონასტრო მშენებლობის ფუძემდებლის, დიდი მოღვაწის, გრიგოლ ხანძთელისა და სხვათა ცხოვრებისა და შემოქმედების როლი შუა საუკუნეების საქართველოს პოლიტიკურ-ლიტერატურული აღმშენებლობის საქმეში. კვლევის პროცესში დაეუფლებიან თანამშრომლობით ურთიერთობას. ისწავლიან საინფორმაციო ხასიათის გზამკვლევის შედგენას.
5. მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა:  3-4 კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ანალიზის, შეფასების, პრეზენტაციის, სხვა საგნებთან (ისტორია, ისტი) ინტეგრირებული მუშაობის უნარების განვითარებას. შექმნიან სლაიდებს, რუკებს. დაამზადებენ საინფორმაციო ბუკლეტსა და გზამკვლევს ტაო-კლარჯეთში მოგზაურობის მსურველთათვის.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, კომპიუტერი, პროექტორი, ფლიპჩარტი, ფერადი მარკერები, თაბახის ფურცლები.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1. მოსწავლეებისთის პროექტის თემის გაცნობა და ჯგუფებად განაწილება;
2. პროექტის განხორიელების გეგმის შედგენა (ლიტერატურის დამუშავება, ინტერნეტმასალების მოძიება, გამოკითხვის ჩატარება) და დავალებების გადანაწილება;
3. ინფორმაციის შეგროვება და გადამუშავება, ანალიზი, პირველი ჩანაწერების გაკეთება;
4. დახარისხებული იფორმაციის საფუძველზე პლაკატების, რუკების, სლაიდების შედგენა;
5. ბუკლეტი-გზამკვლევის დამზადება;
6. პროექტის საბოლოო პრეზენტაცია სკოლაში;
7. პროექტის შეფასება;
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, ისტი.
ქართ.IX.6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ.IX.9. მოსწავლეს შეუძლია სადავო ან პრობლემურ საკითხებზე საკუთარი თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა; მოცემულ საკითხზე განსხვავებული შეხედულებების შეჯამება.
ის ტექნ.VI.3.  მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
ისტ.IX.7. მოსწავლეს შეუძლია   მსჯელობა ქართულ კულტურ სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და  განვითარების შესახებ.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ინგა გუჯაბიძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: gujabidze.inga70@gmail.com
13.პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: 
14. პროექტის განხორციელების გეგმა

Комментариев нет:

Отправить комментарий