ინგა გუჯაბიძე
მასწავლებლის პორტფოლიო
среда, 5 декабря 2018 г.
суббота, 1 декабря 2018 г.
воскресенье, 25 ноября 2018 г.
მერვე დღე
25 ნოემბერი
ვიმუშავეთ ფასილიტაციაზე, გავეცანით მე-7 მოდულს - ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. ვისაუბრეთ, როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით. ვისწავლეთ, როგორ უნდა შევქმნათ მოსწავლეთათვის დამატებითი დამხმარე მასალები. განვიხილეთ არსებული თემის ირგვლივ მომზადებული ჩეკლისტები. შევავსეთ ჩვენი პორტფოლიო ჩეკლისტის მიხედვით.
суббота, 24 ноября 2018 г.
მეშვიდე დღე
24 ნოემბერი
24 ნოემბერი
დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმის ბოლო საკითხებზე. გავეცანით მე-6 მოდულს - დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის, განვიხილეთ მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები პროექტზე მუშაობის პროცესში, განვსაზღვრეთ დიფერენცირებული სწავლება - სსმმ, არაქართულენოვანი და ნიჭიერი მოსწავლეებისათვის, ვიმუშავეთ მათთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნაზე, რათა უკეთ წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები.
იმის გამო, რომ ვერ დავესწარი მეექვსე სატრენინგო დღეს, მეშვიდე დღეს გავეცანი იმ მასალებს, რაზეც ისაუბრეს წინა მეცადინეობაზე. ეს იყო მოსწავლის ნამუშევრის შექმნა და პრეზენტაცია, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკები - განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
суббота, 17 ноября 2018 г.
მეხუთე დღე
17 ნოემბერი
გავიმეორეთ გავლილი მასალა, გავიხსენეთ შეფასების მეთოდები. შემდეგ ვიმუშავეთ მე-3 მოდულზე. მთავარი საკითხი იყო, როგორ უნდა გამოვიყენოთ ინტერნეტი ეფექტურად, სწავლა/სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად. მოვამზადეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.
მომდევნო ეტაპზე შევისწავლეთ და განვიხილეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობა, გავეცანით ინტერნეტრესურსებს, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ კომუნიკაციისა და თანამშრომლობის პროცესში. განვიხილეთ პრეზენტაცია „საავტორო უფლებების ქაოსი“, შევავსეთ საავტორო უფლებების ტესტი. საავტორო უფლებების ცოდნა დაგვეხმარება ინტერნეტიდან მოძიებული მასალის სწორად დოკუმენტირებაში საავტორო უფლებების დაცვის მიზნით. ამასთან მოსწავლეებს გავაცნობთ საავტორო უფლებების გამოყენებას.
ასევე გავეცანით სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდებს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის სანდოობა, ტექსტების შინაარსის სიზუსტე და სხვა.

воскресенье, 11 ноября 2018 г.
მეოთხე დღე
11 ნოემბერი
11 ნოემბერი
განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები და განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების მეთოდები და შეფასების ინსტრუმენტები. წავიკითხეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასება. ვისაუბრეთ მოსწავლეთა საჭიროებების შეფასებაზე. განვიხილეთ პროექტის დროში გაწერილი გეგმა და მოვარგეთ ჩვენს პროექტს. ვიმუშავეთ პროექტში გამოსაყენებელი შეფასების მეთოდის ფორმის შექმნაზე.
суббота, 10 ноября 2018 г.
მესამე დღე
10 ნოემბერი
გადავედით მეორე მოდულზე. განვიხილეთ „სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა“, „განახლებული ბლუმის ტაქსონომია“. განვსაზღვრეთ ჩვენი პროექტის გეგმის შევსების რამდენიმე ქვეპუნქტი - მიზნები და შედეგები ეროვნული სასწავლო გეგმიდან, რომლებიც 21-ე საუკუნის უნარ–ჩვევებსა და ბლუმის ტაქსონომიას აერთიანებს და აკავშირებს სასწავლო თემატიკასთან. პროექტის გეგმაში გადავხედეთ ჩვენ მიერ შერჩეულ სტანდარტებს, ყველა სტანდარტს მივუსადაგეთ შესაბამისი ამოცანები. გავეცანით და განვიხილეთ პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. მოვიფიქრეთ და დავწერეთ ჩვენი პროექტის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები...
Подписаться на:
Сообщения (Atom)